logo_geo
სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23,1 მილიონი გოგონა არ დაიბადა
- +

20 აპრილი. 2019. 18:54

 

 

საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ „PNAS“-ში გამოქვეყნდა, მსოფლიოში 23,1 მილიონი გოგონა არ დაიბადა. ამის შესახებ „Figaro“ წერს.

 

მსოფლიოში დაბადებული ბიჭებისა და გოგონების რაოდენობას შორის სხვაობის შესწავლით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოს განსაკუთრებით 12 ქვეყანაში ბევრია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ინდოეთსა და ჩინეთში.

 

ამგვარი ტენდენცია გამოვლინდა აგრეთვე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

მეცნიერების თქმით, 1970-იანი წლებიდან ქალებისა და კაცების რაოდენობას შორის დისბალანსი სელექციურ აბორტს უკავშირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი