logo_geo
დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შრი-ლანკის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა
- +

21 აპრილი. 2019. 20:45

 

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.

 

Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

 

ბოლო ინფორმაციით, შრი-ლანკაზე დღეს ქრისტიანულ ტაძრებსა და სასტუმროებში აფეთქებას 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი