logo_geo
ბრიტანელმა მებრძოლმა ტაქსი გაიტაცა
- +

21 აპრილი. 2019. 20:53

 

26 წლის ბრიტანელი მებრძოლი დარენ ტილი ესპანეთის პოლიციამ ტენერიფეში დააკავა. Daily Mail ესპანურ El Dia-ზე დაყრდნობით წერს, რომ სპორტსმენმა, მეგობრებთან ერთად,  სასტუმროში დააზიანა ავეჯი და ცეცხლის ჩამქრობი ქაფიც გამოიყენა ოთახში.

 

ამის გამო ის და მისი მეგობრები სასტუმროდან გაყარეს. მათ სხვა სასტუმროში გადაინაცვლეს თუმცა იქ მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ტილმა და მისმა მეგობრებმა ტაქსი გამოიძახეს. როგორც გამოცემები წერენ, მათ ისარგებლეს იმით, რომ მძღოლმა მანქანა ცოტა ხნით დატოვა, რათა ბარგის გადატანაში მიხმარებოდა, და ავტომობილი გაიტაცეს. საბოლოოდ, სპორტსმენი და მისი მეგობრები დააკავეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი