logo_geo
Facebook სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს
- +

21 აპრილი. 2019. 22:57

 

Facebook მუშაობს, რომ სოციალური ქსელიდან წაშალოს ისეთი შინაარსის ტექსტები, რომელიც მის სტანდარტებს არღვევს. შესაბამისი შინაარსის განცხადება Cnn-ის ცნობით, Facebook-მა გაავრცელა.

 

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას.  

შრი-ლანკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ქვეყნის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა.

 

Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

 

ბოლო ინფორმაციით, შრი-ლანკაზე დღეს ქრისტიანულ ტაძრებსა და სასტუმროებში აფეთქებას 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი