logo_geo
შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ადამიანს გადააჭარბა - ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული
- +

21 აპრილი. 2019. 23:08

 

„შემზარავი ტრაგედია ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის მოსახლეობისა და საერთაშორისო  საზოგადოებისთვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების  სერიას.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს  შრი-ლანკაზე   ეკლესიებზე,  სასტუმროებსა და ზოოპარკში მომხდარი 8 აფეთქების  შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულია 500-მდე. დაღუპულთა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და პორტუგალიის  35 მოქალაქეა.

 

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაადგინა თავდასხმების ორგანიზატორები. დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი.  ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს.   დაბლოკილია ძირითადი  სოციალური  ქსელები. შრი-ლანკის ხელისუფლებას და ხალხს დატრიალებული ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უსამძიმრებენ. 

 

 

წყარო: www.ajaratv.ge 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი