logo_geo
მოხუცებს აძინებდა და ძარცვავდა - საბერძნეთში ემიგრანტი ქალი გაასამართლეს
- +

22 აპრილი. 2019. 19:30

 

 

საბერძნეთის სასამართლომ ბულგარეთის მოქალაქე იულია ტოპალოვას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გამოძიებამ კი ბრალდებულის ფოტოები მედიაში გაასაჯაროვა.

 

პოლიციის ინფორმაციით, ქალმა თავისი კრიმინალური საქმიანობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მსხვერპლი კი ის მოხუცები იყვნენ, რომლებთანაც მუშაობდა.

 

 უცხოელი ქალი სხვადასხვა საჩივრების საფუძველზე დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც მასზე ძებნა გამოცხადდა, პოლიციამ მიაგნო და გამოძიების შედეგად დადგენილია მის მიერ ჩადენილი 6 დანაშაული. თითოეულ შემთხვევაში ბულგარელი ქალი, რომელიც ახლა უკვე 50 წლის არის, მოხუცებთან მუშაობდა და როდესაც მათ სახლებს ალაგებდა, პოულობდა შანსს, ჩაეყარა სასმელში ძილის წამალი, გაეთიშა ისინი და შემდეგ მოეგროვებინა სახლში ყველა ძვირფასი ნივთი, რასაც კი მიაგნებდა. როგორც მსხვერპლთა ნათესავები ამბობენ, ის მოხუცებს ყელიდან და ხელებიდანაც კი ხსნიდა სამკაულებს. მას ჰქონდა რამდენიმე ტელეფონის ნომერი, რომლებიც სხვის სახელზე იყო დარეგისტირებული და როგორც კი დანაშაულს ჩაიდენდა, იმ დღესვე თიშავდა.

 

გარდა იმისა, რომ სახლებს ძარცვავდა, იულია ტოპალოვა დიდი რისკის ქვეშ აყენებდა მოხუცების სიცოცხლესაც, რადგან რიგ შემთხვევებში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გათიშულები, რის შემდეგაც საავადმყოფოში რამდენიმე კვირა მკურნალობდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი