logo_geo
გაქცეული პატიმარი კურორტზე დასვენებით დაიღალა და პოლიციას ჩაბარდა
- +

23 აპრილი. 2019. 01:27

 

 

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს ძებნილი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

64 წლის კაცი მივიდა პოლიციელებთან და განუცხადა, რომ 10 წლის წინ ციხიდან გაიქცა და ამ ხნის განმავლობაში კუნძულ ტენერიფეზე ცხოვრობდა. მან ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა, ვინაიდან კურორტზე ცხოვრებისგან დაიღალა.

„ტენერიფე ახლა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ჩემთვის საკმარისია ის დროც, რაც აქ გავატარე“, - განაცხადა ძებნილმა პატიმარმა.

 

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაქცევამდე ის სასჯელს ავსტრიის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა. რაში ედებოდა მას ბრალი და სასჯელის რამდენი წელი ჰქონდა მოსახდელი, უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი