logo_geo
შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

23 აპრილი. 2019. 15:16

 

 

შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შრი-ლანკაში ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. მებრძოლებმა განახორციელეს.

 

21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი