logo_geo
დონალდ ტრამპი: „New York Times“-ს დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს
- +

23 აპრილი. 2019. 16:24

 

„გაზეთ „New York Times“-ს დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„მაინტერსებს, მომიხდის თუ არა „New York Times“ მეორედ ბოდიშს, როგორც მათ ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, თუმცა, ამჯერად ეს უფრო დიდი და უკეთესი ბოდიში იქნება. მათ დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ნამდვილად ხალხის მტრები არიან“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ადრე თუ პრეზიდენტი იყავი და კარგი ეკონომიკა გქონდა, კრიტიკისგან დაცული იყავი“.

 

„ეკონომიკა ახლა შესანიშნავია. როგორც პრეზიდენტს, ჩვენს ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა მაქვს. თუმცა, მედიისთვის ეს არაფერს ნიშნავს. რადიკალი მემარცხენე „დემოკრატები“ „ფეიკ ნიუს“ მედიასთან ერთად სრულიად შეიშალენ. ეს კი ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგი მუშაობს“, - დასძინა მან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი