logo_geo
კიმ ჩემ ინი პუტინს: მედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის სასარგებლო იქნება
- +

25 აპრილი. 2019. 11:33

 

ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეხვედრას მართავენ.

 

ორი ქვეყნის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას, რეგიონალური თანამშრომლობისა დ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დარეგულირებას. ის ასევე მიესალმა ფხენიანის ძალისხმევას სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს და საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ შეგვიძლია კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მოგვარება. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს ძალისხმევას ორ კორეას შორის დიალოგის განვითარების კუთხით და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზებას.

 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო იქნება ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესს იწვევს. იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად არსებულ სიტუაციას უკეთ შევაფასებთ“, - აღნიშნა კიმ ჩემ ინმა.

 

 

 

big_banner
არქივი