logo_geo
შვეიცარიაში ზვავის ჩამოწოლას 4 გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა
- +

28 აპრილი. 2019. 19:57

 

 

შვეიცარიის სამხრეთით ზვავის ჩამოწოლას 4 გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა. ამის შესახებ Associated Press პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, ვალაისის რეგიონში, მოთხილამურეთა ჯგუფი ზვავმა ქვეშ მოიყოლა. სამაშველო ჯგუფი ავიაციის დახმარებით მოთხილამურეებს პარასკევის შემდეგ ეძებდა, თუმცა ოპერაციას ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.

 

პოლიციის თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, თუმცა გერმანული პრესა იუწყება, რომ ოთხოვე მოთხილამურე გერმანიის ალპინისტთა ასოციაციის დიუსელდორფის  განყოფილების წევრი იყო. ამავე წყაროს ცნობით, ჯგუფის წევრთაგან სულ მცირე ორს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი