logo_geo
ფილმმა „შურისმაძიებლები: დასასრული“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა
- +

29 აპრილი. 2019. 02:18

 

 

ფილმა "შურისმაძიებლები: დასასრული" პრემიერის შემდეგ პირველ შაბათ-კვირას მსოფლიო კინოგაქირავებიდან 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი კომპანია Walt Disney Co-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ვებგვერდ Box Office Mojo-ს მონაცემების მიხედვით, წინა რეკორდი ეკუთვნის ფილმს "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი", მაშინ ფილმმა პირველ შაბათ-კვირას მსოფლიო გაქირავებიდან 640 მილიონი დოლარი მიიღო.

 

Bloomberg-ის გათვლებით, ფილმის მთლიანი მოგება შესაძლოა 2.5 მილიარდ დოლარამდე იყოს. ამაზე მეტი თანხა ისტორიაში მხოლოდ ერთ ფილმს აქვს მიღებული - 2009 წელს "ავატარმა" მსოფლიო კინოგაქირავებიდან 2,788 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი