logo_geo
მოზამბიკში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
- +

29 აპრილი. 2019. 19:24

 

მოზამბიკში ციკლონ „კენეთის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ბრიგადების ჩასვლას შტორმი აფერხებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და ქარის გამო რეგიონში ყველა ავიარეისია გადადებული. ქვეყნის სტიქიების მართვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, 35 000 სახლი დაზიანებული ან განადგურებულია.

 

Guardian-ის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სოფლები დაიტბორა და სახლები განადგურდა. მანამდე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

გასულ თვეში ციკლონმა „იდაიმ“ მოზამბიკში 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი