logo_geo
ჩინეთში ექიმმა პაციენტის ქმარი სცემა
- +

30 აპრილი. 2019. 00:28

პაციენტის ქმარი სცემა

 

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ექიმმა 60 წლის კაცი სცემა და ნეკნი ჩაუმტვრია. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

 

ცემის  მიზეზი კი ის გახდა, რომ კაცმა, რომელიც თავის ცოლს ახლდა, რიგის დაცვის გარეშე ექიმის კაბინეტში შესვლა მოინდომა.

 

ექიმმა მას სთხოვა, რომ ოთახი დაეტოვებინა და რიგი დაეცვა, რაზეც მან უარი თქვა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

გამოცემის ცნობით, ექიმი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა 15 წუთში გაათავისუფლეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი