logo_geo
ფლორიდის შტატში „ბოინგ 737“ მდინარეში ჩავარდა
- +

4 მაისი. 2019. 12:36

 

 

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა.

 

თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს საავადმყოფოში გადაყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.

 

 

big_banner
არქივი