logo_geo
ყვითელჟილეტიანები დღეს პარიზში 25-ე აქციას გამართავენ
- +

4 მაისი. 2019. 14:10

 

 

საფრანგეთის დედაქალაქში ყვითელჟილეტიანები 25-ე მანიფესტაციისთვის ემზადებიან.

 

როგორც „პირველი არხის“ ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, საპროტესტო აქციები დღეს პარიზის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაგეგმილი.

 

აქციები გაიმართება ნაციონალურ მოედანზე, რადიოს სახლთან, შანზელიზეს ქუჩაზე, რესპუბლიკის მოედანზე, იგეგმება საპროტესტო მსვლელობებიც, მათ შორის შარლ დე გოლის აეროპორტამდე.

 

ყვითელჟილეტიანების განცხადებით, დღეს ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ არ ეშინიათ და პირველ მაისს ასობით მომიტინგის დაშავების მიუხედავად, მანიფესტაციებს კვლავ განაგრძობენ.

 

საპროტესტო აქციები პარიზის გარდა, დღეს საფრანგეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.

 

ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

 

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას, გასული წლის ნოემბრიდან იმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი