logo_geo
ვულკანის კრატერში ჩავარდნილი კაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
- +

4 მაისი. 2019. 14:35

 

 

ჰავაის კუნძულებზე კაცი ვულკანის კრატერში ჩავარდა და ცოცხალი გადარჩა. ინციდენტი ვულკან კილაუეაზე მოხდა.

 

„CBS“-ის ინფორმაციით, 32 წლის კაცმა კრატერთან ახლოს აღმართული რკინის ღობე გადალახა და ვულკანის დათვალიერებისა და სელფის გადაღების მიზნით კრატერის პირზე მივიდა.

 

თვითმხილველების თქმით, მას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და კრატერში, 21 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.

 

კაცმა ფერდობზე მოჭიდება შეძლო, რის გამოც ლავაში აღმოჩენას გადაურჩა. ადგილიდან ის მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებული მძიმე ტრავმებით კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

 

 

big_banner
არქივი