logo_geo
ლეონარდო და ვინჩის სავარაუდოდ „კლანჭის ხელი“ ჰქონდა
- +

4 მაისი. 2019. 17:10

 

 

იტალიელი ექიმები ვარაუდობენ, რომ დაცემის შემდეგ ლეონარდო და ვინჩიმ ნერვი დაიზიანა, რამაც მოგვიანებით ხატვაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

ექიმებმა ხელის დამბლა, ანუ „კლანჭის ხელი“ მისი ავტოპორტრეტიდან ამოიკითხეს. თავიდან მიიჩნეოდა, რომ მხატვარმა ინსულტი გადაიტანა, თუმცა დიდი ბრიტანეთის სამეფო მედიცინის საზოგადოების ცნობით, და ვინჩის ნერვი დაუზიანდა და ფუნჯის დაკავება სიცოცხლის ბოლოს აღარ შეეძლო.

 

 

big_banner
არქივი