logo_geo
ყაზახეთში საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი პირველად დარეგისტრირდა
- +

4 მაისი. 2019. 18:56

 

 

ყაზახეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ქვეყნის ისტორიაში ქალი პირველად დაარეგისტრირა.

 

ინფორმაციას ყაზახეთის საარჩევნო კომისია ავრცელებს. პრეზიდენტობის კანდიდატი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი დანია ესპაევა გახდა. ის საპრეზიდენტო კანდიდატად დემოკრატიულმა პარტია „აკ ჟოლ“-მა წარადგინა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს გაიმართება.

 

პრეზიდენტის მოვალეობა ტოკაევს 2020 წლის აპრილამდე უნდა შეესრულებინა. სახელმწიფო მეთაურის პოსტი მან მას შემდეგ დაიკავა, რაც 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა.

 

ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 2019 წლის 23 მარტს კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და ნურსულთანი ეწოდა.

 

 

big_banner
არქივი