logo_geo
ისრაელის უშიშროების კაბინეტმა არმიას ღაზის დაბომბვის გაგრძელების ბრძანება მისცა
- +

6 მაისი. 2019. 02:22

 

 

ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ქვეყნის არმიას ღაზის სექტორში დაბომბვის გაგრძელების ბრძანება მისცა. მინისტრთა კაბინეტი ოპერაციის შემდგომ ფაზაზე მუშაობს.

 

ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი პრიორიტეტი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, რაკეტების განგაშის სიგნალი გაისმა კერემ შალომში.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, დაბომბვების შედეგად, რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შინაგან საქმეთა მინისტრის ოფისი განადგურდა.

 

კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ეგვიპტე და გაერო აწარმოებენ.

 

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან ნასროლი 600 რაკეტიდან 150 გაანეიტრალა. დაბომბვის შედეგად ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი