logo_geo
Facebook-მა Instagram-მა სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული 97 გვერდი წაშალეს
- +

7 მაისი. 2019. 02:17

 

 

სოციალურმა ქსელებმა Facebook-მა  და Instagram-მა სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული 97 გვერდი წაშალეს.

 

როგორც Facebook -ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნატანიელ გლეიშერის განცხადებაშია ნათქვამი, გვერდებიდან ხორციელდებოდა კოორდინირებული ქმედებები უკრაინის მისამართით.

 

ამას გარდა, კომპანიის ინფორმაციით, წაშლილია კიდევ 21 გვერდი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ავსტრიაზე, გერმანიაზე, ესპანეთზე, ბალტიის რეგიონსა და გაერთიანებულ სამეფოზე.

 

კომპანია Facebook-ში აღნიშნავენ, რომ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოიყენებოდა ინტერნეტმომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად.

 

შეგახსენებთ, მარტში Facebook-მა ირანთან, რუსეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოსთან დაკავშირებული 2600-ზე მეტი გვერდი და ჯგუფი წაშალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი