logo_geo
მაიკ პომპეო: რუსეთი აგრესიულად იქცევა არქტიკის რეგიონში
- +

7 მაისი. 2019. 02:56

 

 

„რუსეთი აგრესიულად იქცევა არქტიკის რეგიონში, ხოლო ჩინეთის ქმედებები იქ თვალყურის დევნას საჭიროებს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ფინეთში არქტიკის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

 

პომპეოს თქმით, ჩინეთს არქტიკაში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნები გააჩნია, ხოლო რუსეთის ქმედებები, მათ შორის, აზიიდან ჩრდილოეთ ევროპაში ახალი სატვირთო მარშრუტების გეგმები, დეტალურად შესასწავლია.

 

„აშშ-ი და არქტიკული სახელმწიფოები მიესალმებიან ჩინურ ინვესტიციებს, რომლებიც შეესაბამება ეკონომიკურ ინტერესებს და არა ეროვნული უსაფრთხოების ამბიციებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არქტიკული სახელმწიფოები მიესალმებიან არქტიკის სიმდიდრის განაწილებას, თუმცა პომპეომ ეჭვქვეშ დააყენა რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის მიზნები.

 

„ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს საქმიანობა და გავითვალისწინოთ სხვა სახელმწიფოების გამოცდილება“, – აღნიშნა პომპეომ.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რუსეთმა არქტიკაში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა, კერძოდ კვლავ გახსნა ცივი ომის შემდეგ დაკეტილი სამხედრო ბაზა. გარდა ამის, რუსეთი ახორციელებს ჩრდილოეთის ფლოტის მოდერნიზაციას.

 

„ჩრდილოეთის ზღვაში მოსკოვი უკვე უკანონოდ ითხოვს, რომ სხვა ქვეყნებმა გასვლის ნებართვა ითხოვონ. ითხოვს, რომ რუსი მეზღვაურები იმყოფებოდნენ უცხოური გემების ბორტზე და სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაძირვით ემუქრება ყველას, ვინც არ ემორჩილება. ამგვარი პროვოკაციული ქმედებები არქტიკაში რუსეთის აგრესიული ქმედებების მოდელის ნაწილია“, – განაცხადა პომპეომ.

 

არქტიკის საბჭოს წევრები არიან აშშ-ი, კანადა, რუსეთი, ფინეთი, ნორვეგია, დანია და ისლანდია. ამას გარდა, საბჭოში ასევე წარმოდგენილია რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი