logo_geo
ახალ ზელანდიაში მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენედუმი გაიმართება
- +

7 მაისი. 2019. 21:05

 

ახალ ზელანდიაში მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენედუმი გაიმართება. როგორც ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრმა ენდრიუ ლითლმა განაცხადა, საყოველთაო გამოკითხვა 2020 წელს ჩატარდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ახალზელანდიელები ამ ინიციატივას დათანხმდებიან, მაშინ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტია, რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარება შეეძლებათ.

 

ამავე დროს, მარიხუანას მოყვანას და წარმოებას მთავრობა ლიცენზიების საშუალებით დაარეგულირებს. მცენარის შეზღუდული რაოდენობით მოყვანა დაშვებული იქნება სახლის პირობებშიც.

 

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები მთავრობისთვის აუცილებლად შესასრულებელი იქნება.

 

ახალი ზელანდიის პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე პირებისთვის მარიხუანას გამოყენებით დამზადებული მედიკამენტების მიღება დაშვებულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი