logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი ევროკავშირის სრული წევრობისთვის დაჟინებით მუშაობს
- +

9 მაისი. 2019. 18:46

 

„თურქეთი ევროკავშირის სრული წევრობისთვის დაჟინებით მუშაობს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოლო 60 წლის განმავლობაში იბრძვის და ქვეყანას წევრობის მოპოვება სურს.

 

„ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

ევროგაერთიანებაში წევრობის განაცხადი თურქეთმა 1987 წელს წარადგინა, მოლაპარაკებები კი, 2005 წელს დაიწყო. პროცესი 2007 წელს კვიპროსის, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.

 

 

 

big_banner
არქივი