logo_geo
დონალდ ტრამპი: ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ჩრდილოეთ კორეას
- +

9 მაისი. 2019. 23:29

 

„ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებასთან დაკაშირებულ ვითარებას. ფხენიანს მოლაპარაკებები სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის“, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვადევნებთ თვალს. ეს გაცილებით პატარა რაკეტები იყო, გაცილებით ნაკლები სიშორის. ეს არავის უხარია, მაგრამ ჩვენ შევისწავლით და ვნახავთ. ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ დაველოდოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ფხენიანს სურს მოლაპარაკებები.

 

„მათ განხილვა სურთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან განხილვებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

 

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი ორი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახური იტყობინება.

 

გავრცელებული ცნობით, რაკეტები ფხენიანის ჩრდილოეთით მდებარე ლოკაციიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვეს. ერთმა 420 კილომეტრის მანძილი დაფარა, მეორემ კი 270კმ.

 

ფხენიანმა რამდენიმე მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გასულ კვირასაც გამოსცადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი