logo_geo
ანგელა მერკელი: ევროკავშირი ირანთან დაკავშირებით ფსონს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე დებს
- +

10 მაისი. 2019. 00:45

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ფსონს დებს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე. ამის შესახებ მერკელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურთა არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღევანდელ სამიტზე ეს საკითხი განიხილებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკასთან ამ თემაზე არსებობს უთანხმოება. მერკელის განცხადებით, ირანმა უნდაა გააცნობიეროს, თუ რას აკეთებს.

 

8 მაისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ორი პუნქტის შესრულება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ისინი ეხება ირანის მიერ 60 დღე-ღამის განმავლობაში გამდიდრებული ურანისა და მძიმე წყლის მიყიდვას სხვა ქვეყნებისთვის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი