logo_geo
სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და დაჭრილია პარლამენტის ერთი წევრი
- +

10 მაისი. 2019. 12:19

 

„არგენტინის პარლამენტთან სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად პარლამენტის წევრი დაიჭრა“, - ამის შესახებ ადგილობრივი მთავრობა იტყობინება.

 

არგენტინის რადიკალური სამოქალაქო კავშირის წევრს, დეპუტატ ჰექტორ ოლივარესს სამჯერ ესროლეს შეიარაღებულმა პირებმა, მაშინ როდესაც იგი კოლეგასთან ერთად დილით პარლამენტთან იმყოფებოდა.

 

61 წლის ოლივარესი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

აღსანიშნავია, რომ ოლივარესი მუშაობდა კანონზე, რომელიც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. თუმცა, პოლიცია არ ადასტურებს აქვს თუ არა კავშირი აღნიშნულ კანონპროექტს თავდასხმასთან.

 

სამართალდამცველთა თქმით, თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

 

„ავტომობილი, რომელშიც თავდამსხმელები ისხდნენ, პარლამენტთან ნახევარი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ისინი ელოდებოდნენ ოლივარესს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა პარლამენტარმა.

 

 

 

big_banner
არქივი