logo_geo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს
- +

10 მაისი. 2019. 17:49

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 12-14 მაისს რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „Reuters“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მაიკ პომპეო სოჭში მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთში ვიზიტისას ორმხრივი და მრავალმხრივი გამოწვევების სრულ სპექტრს განიხილავს. მოსკოვში კი სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდება.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში მაიკ პომპეომ სერგეი ლავროვთან ფინეთში აქრტიკის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართა მოლაპარაკებები.

 

 

big_banner
არქივი