logo_geo
ინდოეთის გამანადგურებელი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა, ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს
- +

10 მაისი. 2019. 19:56

 

 

ინდოეთის სამხედრო საერო ძალების მოიერიშე გამანადგურებლებმა საქართველოს სატვირთო თვითმფრინავი AN-12, რომელიც თბილისიდან დელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ამის შესახებ მედიასაშუალება „ndtv.com“ იუწყება.

 

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაგეგმილი ფრენის ტრაექტორიიდან გადაუხვია და 15:15 საათზე ინდოეთის საჰაერო სივრცეში შევიდა გუჯარათის ჩრდილოეთით, დაუგეგმავი პუნქტიდან.

 

სააგენტო ANI წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო თვითმფრინავმა ინდოეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია მნიშვნელოვანი ავიაბაზის რანე-კუთჩედან 70 კილომეტრში. აღნიშნული ავიაბაზა წარმოადგენს დახურულ სივრცეს სამოქალაქო პირებისთვის.

 

„თვითმფრინავი არ მიჰყვებოდა საჰაერო მოძრაობის ავტორიზებულ მარშრუტს და არ პასუხობდა ინდოეთის მაკონტროლებელი ორგანოების რადიოკავშირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მფრინავების დაკითხვა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი დაქირავებული ჰყავს უკრაინულ ძრავების მწარმოებელ კომპანია MotorSich-ს. ასევე იგეგმება თვითმფრინავში არსებული ტვირთის შემოწმება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი