logo_geo
აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა
- +

11 მაისი. 2019. 12:32

 

აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო გემები და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნა. ამის შესახებ განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მოაწერა ხელი.

 

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ გასაჯაროვდება, თუ სად განთავსდება საბრძოლო შეიარაღება. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბირთვული შეიარაღების გამო გამწვავდა. ისინი აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან საფრთხეს ელიან, რის გამოც რეგიონში დამატებითი სამხედრო შეიარაღების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი