logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები ფხენიანის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს არ ქმნის
- +

11 მაისი. 2019. 13:35

 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული სარაკეტო ცდები ფხენიანის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს არ ქმნის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ისაუბრა.

 

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეის ქმედება სტანდარტული საგანია.

 

დონალდ ტრამპმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომავალში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიმართ მომავალში ნდობა დაკარგოს, თუმცა ამ მომენტისთვის ასე არ არის. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა გრძელდება.

 

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ უცნობი მოდელის რაკეტა გაუშვა. გავრცელებული ცნობით, ფხენიანმა რაკეტა ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ისროლა. მანამდე კი, ჩრდილოეთ კორეაში მცირე რადიუსზე მოქმედი რამდენიმე რაკეტა გამოსცადა. გავრცელებული ცნობით, მათ 70-დან 200 კილომეტრამდე მანძილი დაფარეს და ზღვაში ჩავარდნენ. ეს დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრის შემდეგ პირველი სარაკეტო გამოცდა იყო.

 

 

 

 

big_banner
არქივი