logo_geo
ენ ჰეთევეის ვარსკვლავი გაუხსნეს
- +

11 მაისი. 2019. 15:21

 

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი წილად ცნობილ მსახიობსა და მომღერალს, ენ ჟაკლინ ჰეთევეის ხვდა. ამის შესახებ „France 24“ წერს.

 

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ჰეთევეი ნიუ იორკში 1982 წელს დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1999 წელს სერიალში „იყავი სუსტი“ შედგა.

 

ის ისეთ ცნობილ ფილმებში მონაწილეობს, როგორებიცაა „კუზიანი მთა,“ „ეშმაკი პრადას ატარებს,“ „რეიჩელი ქორწინდება“ და „წმინდა ვალენტინის დღე“. 36 წლის მსახიობი „ემის“, „ოქროს გლობუსის“, „ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს“, „ბაფტას“ და „ოსკარის“ მფლობელია.

 

 

 

 

big_banner
არქივი