logo_geo
ლონდონში წყალბადზე მომუშავე ორსართულიანი ავტობუსი გამოჩნდება
- +

11 მაისი. 2019. 22:26

 

ლონდონი იქნება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც ორსართულიანი, წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გადაადგილდებიან.

 

The Independetnt-ის ინფორმაციით, £500,000 ღირებულების 20 მოდელი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის მიზნით, უკვე შეუკვეთეს და ქალაქის ქუჩებში მომავალ წელს გამოჩნდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ წყალბადზე მომუშავე ავტობუსები ლონდონში და სხვა ქალაქებში უკვე მოძრაობენ, ლონდონის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ასეთი სახის ორსართულიანი ავტობუსი მსოფლიოში პირველი იქნება.

 

ავტობუსები ჩრდილოეთ ირლანდიური კომპანიის მიერ არის წარმოებული.

 

ელექტროავტობუსები გარკვეულ მიმართულებებზე უკვე არიან წარმოდგენილნი, თუმცა წყალბადზე მომუშავე ახალი ავტობუსების საწვავით ავსება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.

 

წყალბადზე მომუშავე მანქანები ელექტროენერგიის მეშვეობით აწარმოებენ ქიმიურ რეაქციას წყალბადსა და ჟანგბადს შორის, რაც ამუშავებს ავტომობილის ძრავს და უზრუნველყოფს მის მოძრაობას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი