logo_geo
პაკისტანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეჭრილებმა ერთი პირი მოკლეს
- +

11 მაისი. 2019. 22:54

 

პაკისტანში, სადაც შეიარაღებული პირები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეიჭრნენ, სულ მცირე, ერთი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი ბალუჯისტანის პროვინციაში მოხდა. თავდამსხმელები „კონტინენტალის“ ქსელის ფეშენებელურ სასტუმროში შევიდნენ. ამ დროისთვის შენობაში სტუმრები და თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა სეპარატისტებმა აიღეს. „ბალუჯისტანის გამათავისუფლებელ არმიაში“ განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ჩინელი ინვესტორები იყვნენ.

 

„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სასტუმროს დაცვის თანამშრომელია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი