logo_geo
არქეოლოგებმა ნეოლითურ ხანაში ამოხოცილი ოჯახის სამარხს მიაგნეს
- +

11 მაისი. 2019. 23:12

 

ნაშთების ანალიზმა, რომელიც თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე იპოვეს, არქეოლოგებს 5 000 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის აღდგენის საშუალება მისცა. 15 ადამიანის საფლავი, სადაც იწვნენ კაცები, ქალები და ბავშვები, 2011 წელს ქალაქ კოშიცესთან იპოვეს, მაგრამ მხოლოდ დნმ-ის ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ყველა გარდაცვლილი ერთის გარდა, ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

 

როგორ მოკვდნენ ეს ადამიანები, არქეოლოგებს ეჭვი არ ჰქონიათ: ყველა ნაშთის თავის ქალას მძიმე ბლაგვი ნივთისგან მიყენებული ტრავმა ჰქონდა.

 

მსგავსი მკვლელობისთვის შექმნილი სამარხი საკმაოდ უცნაური იყო. ცხედრები დაწყობილნი იყვნენ გარკვეული წესრიგის მიხედვით და მკვდრებთან ერთად ინახებოდა ძვირფასეულობაც. მკვლევარები ვარაუდობენ რომ ეს ადამიანები ძვ.წ. 2880-2776 წლებში ცხოვრობდნენ.

 

როგორ მოხდა მკვლელობა? მეცნიერების თქმით, ყველა მოკლული ერთი დიდი ოჯახის წევრი იყო, უფრო ზუსტად კი 4 ოჯახს ეკუთვნოდა, რომლებიც ერთმანეთს ენათესავებოდნენ. 4 ქალი დასაფლავებულია შვილებთან ერთად, ამასთან 4 ვაჟს საერთო მამა ჰყავთ და სხვადასხვა დედები. ამან საშუალება მისცა არქეოლოგებს გაეგოთ, თუ რატომ განალაგეს ცხედრები სწორედ ასე როგორც სქემაზე გამოსახული:

 

 

ბავშვების ცხედრები დედების გვერდით დააწვინეს. ამასთან, სამარხში მამების ნაშთები ვერ იპოვეს. სამარხში დასაფლავებულია მხოლოდ ორი ზრდასრული კაცი - ერთ-ერთი 60 წლის იყო, ხოლო მეორე 20 წლის (მისი ცოლი და შვილი ასევე დასაფლავებულია მასთან).

 

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მკვლელობის დროს უმრავლესობა კაცი სოფელში არ იმყოფებოდა. შეიძლება სანადიროდ ან სამხედრო ლაშქრობაში იყვნენ წასულები. ადამიანებმა, რომლებმაც ისინი დაასაფლავეს, იცოდნენ დაღუპულების ნათესაური კავშირის შესახებ. როგორც ჩანს, კაცები სახლში დაბრუნდნენ და იქ მასობრივი მკვლელობის სცენა დახვდათ, შემდეგ კი დაასაფლავეს ახლობლები, როგორც ტრადიციას შეესაბამებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი