logo_geo
მარკ ცუკერბერგი: Facebook-ის გაყოფა პრობლემას ვერ მოაგვარებს
- +

12 მაისი. 2019. 00:46

 

Facebook-ის გაყოფა და მის კუთვნილებაში მყოფი Instagram-ის და WhatsApp-ის სხვადასხვა კომპანიებად ჩამოყალიბება, სოციალური ქსელის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

 

„Facebook-ის  თანადამფუძნებლის კრის ჰიუზის სტატიის წაკითხვის შემდეგ, მე ვიფიქრე, რომ მისი წინადადება პრობლემებს ვერ გადაჭრის. ვფიქრობ, რომ იმათთვის, ვინც ზრუნავს დემოკრატიაზე და არჩევნებზე, უნდა უხაროდეთ ჩვენნაირი კომპანიის არსებობა, რომელიც მილიარდობით დოლარს დებს არჩევნებში ჩარევის საწინააღმდეგო თანამედროვე ინსტრუმენტების შექმნაში“, - ამბობს ცუკერბერგი.

 

მისი თქმით, 2019 წელს Facebook-ის უსაფრთხოების ბიუჯეტი კომპანიის მთლიან შემოსავალს აჭარბებდა, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაუგროვდათ.

 

„ჩვენ შეგვიძლია თავს ამის უფლება მივცეთ, იმიტომ რომ ჩვენ შევქმენით წარმატებული ბიზნესი“, - განმარტავს ცუკერბერგი.

 

Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა The New York Times-ში გამოაქვეყნა თავისი სტატია, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას ურჩია, რომ სოციალურ ქსელს და მის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგს შეუზღუდოს გავლენა. ჰიუზმა აშშ-ს Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის სხვადასხვა კომპანიებად დაშლა შესთავაზა და ასევე კომიტეტის შექმნა, რომელიც ტექნოლოგიურ ბაზარს გააკონტროლებს.

 

2019 წელს Facebook-ს ოთხ კომპანიად დაშლას უწინასწარმეტყველებდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი