logo_geo
„დოიჩე ველე“: 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან ყველაზე მეტი მიგრანტების დეპორტაცია იტალიაში, ალბანეთსა და საქართველოში განხორციელდა
- +

12 მაისი. 2019. 16:41

 

 

2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან 5613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ასეთია ქვეყნის შსს-ს პასუხი ბუნდესტაგში მემარცხენე პარტიის შესაბამის მოთხოვნაზე.

 

ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი მიგრანტის დეპორტაცია განხორციელდა იტალიაში, ალბანეთსა და საქართველოში. მაღრიბის ქვეყნებში კი 400 ადამიანია დეპორტირებული.

 

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გერმანიიდან დეპორტაციას დაექვემდებარა 6235 ადამიანი, ხოლო მთელი გასული წლის განმავლობაში 24 ათასი ადამიანი.

 

მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის საშინაო საქმეების ექსპერტის ულა იელპკეს განცხადებით, დეპორტირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალ დონეზეა გასულ წელთან შედარებით. ის ასევე აკრიტიკებს გაძევების პრაქტიკას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი