logo_geo
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის
- +

12 მაისი. 2019. 21:35

 

 

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანი უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის. ჰასან რუჰანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციების გამო, ქვეყანა 1980-1988 წლების ერაყთან ომის დროინდელ სიტუაციაზე უარეს მდგომარეობაშია.

 

რუჰანიმ მოუწოდა ირანის შიდა პოლიტიკურ ძალებს, რათა „ქვეყანამ სანქციებს წინააღმდეგობა გაუწიოს“.

 

„ჩვენი მტრების ზეწოლა უპრეცედენტოა. ასეთი რამ ისლამური რევოლუციის ისტორიაში არ მომხდარა, თუმცა სასოწარკვეთილი არ ვარ, მომავლის იმედი მაქვს და მჯერა, ამ წინააღმდეგობას გადავლახავთ და გავერთიანდებით“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აშშ-ის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციების ფონზე, 2019 წელს ირანის ეკონომიკა 6%-ით შემცირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი