logo_geo
ლიეტუვას პრემიერი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს
- +

13 მაისი. 2019. 10:45

 

ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის მიზეზი 12 მაისს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა, რომლის თანახმად, მოქმედმა პრემიერმა ვერ მოიპოვა ამომრჩევლების საკმარისი მხარდაჭერა იმისათვის, რომ არჩევნების მეორე რაუნდში მიიღოს მონაწილეობა.

 

სკვერნელისი ერთ-ერთი ლიდერი იყო წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, თუმცა, არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პირველი ადგილი ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ, ხოლო მეორე ადგილი ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ დაიკავა. სწორედ აღნიშნული ორი კანდიდატი იბრძოლებს მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის. გამარჯვებული კი მოქმედ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს, რომელსაც პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება.

 

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. პრემიერი სკვერნელისი კი თანამდებობის დატოვებას ივლისში აპირებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი