logo_geo
პაკისტანში, ერთ-ერთ მეჩეთთან აფეთქება მოხდა
- +

14 მაისი. 2019. 13:39

 

 

პაკისტანის ქალაქ კვეტაში მეჩეთთან ახლოს აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო მიმაგრებული, მის სამიზნეს სავარაუდოდ, პოლიციის მანქანა წარმოადგენდა.

 

„როიტერსის“ ცნობით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 4 პოლიციელი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ აიღო. კვეტას პოლიციის უფროსის განცხადებით, ოთხივე დაღუპული სამართალდამცველია. პაკისტანში რამადანის თვესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქვეყნის მთავარ ქალაქებში უსაფრთხოების თანამშრომლების დამატებითი ჯგუფებია განთავსებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი