logo_geo
სერგეი ლავროვი: დროა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა გვერდზე გადადონ უნდობლობის წლები
- +

14 მაისი. 2019. 18:45

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სოჭში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში ლავროვმა განაცხადა, რომ დროა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა გვერდზე გადადონ უნდობლობის წლები და კონსტრუქციულად მუშაობის გზები გამონახონ.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეჭვებიც და ცუდი განწყობებიც. ეს ხელს უშლის თქვენს უსაფრთხოებას და ჩვენს უსაფრთხოებას და იწვევს შეშფოთებას მსოფლიოში. ჩვენი აზრით, დროა, ახალი და უფრო კონსტრუქციული მატრიცის შექმნა ჩვენი ურთიერთობისთვის“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

 

თავის მხრივ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იგი სოჭში იმყოფება იმიტომ, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს კავშირების გაუმჯობესება. მისივე თქმით, რუსეთსა და აშშ-ს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ყველა საკითხზე, თუმცა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მხარეები ცალკეულ საკითხებზე საერთო ენის გამონახვას შეძლებენ. პომპეომ დააკონკრეტა, რომ კონტრტერორისტული ნაბიჯებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების საკითხზე რუსეთსა და აშშ-ის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

 

big_banner
არქივი