logo_geo
სუდანში შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

14 მაისი. 2019. 19:53

 

 

სუდანში აქციის დროს შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სამხედრო შტაბ-ბინასთან, სადაც დემონსტრანტები მთლიანად სამოქალაქო მმართველობას მოითხოვდნენ, სროლის დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

 

„BBC“-ის ინფორმაციით, ასევე დაიღუპა უსაფრთხოების ძალების ერთი წარმომადგენელი. 

 

უცნობია, ზუსტად რა მოხდა, თუმცა აქტივისტების თქმით, ისინი შეიარაღებული ადამიანის სამიზნეები გახდნენ.

 

სუდანს გასული თვის შემდეგ სამხედრო საბჭო მართავს.

 

სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა.

 

 

big_banner
არქივი