logo_geo
კაპადოკიაში უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს
- +

14 მაისი. 2019. 20:41

 

 თურქეთის კაპადოკიის პროვინცია ნევშეხირში მანამდე უცნობი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, უძველეს გამოქვაბულში შესასვლელი შემთხვევით აღმოაჩინა ადგილობრივმა ბახრი ორხანმა, რომელმაც ნანახის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა.

 

გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილის დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ გამოქვაბული მანამდე უცნობ მიწისქვეშა ქალაქს წარმოადგენს. ქალაქის სივრცის შესწავლისას კლდეებზე ნახატები აღმოაჩინეს, რომლებიც, მეცნიერების მტკიცებით, მიუთითებენ, რომ მიწისქვეშა ქალაქი რამდენიმე ათასი წლის წინ დაარსდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი