logo_geo
აშშ-ში პოლიციელმა სასიკვდილოდ ესროლა ქალს, რომელიც ამბობდა, რომ ორსულად იყო
- +

14 მაისი. 2019. 21:48

 

 

ტეხასის შტატის ქალაქ ბეითაუნში პოლიციის ოფიცერმა ქალს სასიკვდილოდ ესროლა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ისმის ქალის ყვირილი, რომელიც გასროლამდე რამდენჯერმე ამბობს, რომ ორსულად არის. ამის შესახებ ინფორმაციას „CBS News“-ი ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, პოლიციელი და 45 წლამდე ქალი ადრე ერთმანეთს შეხვედროდნენ, ამჯერად კი პოლიციელმა ის დაკავების მიზნით გააჩერა, რადგან მასზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. დაპატიმრების პროცესში ქალმა სამართალდამცველს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციელი იძულებული გახდა, ელექტროშოკი გამოეყენებინა. ქალი მას დაუსხლტა, პოლიციელმა კი მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

 

ქალისა და პოლიციელის ვინაობა არ ხმაურდება. პოლიცია აპირებს დაკითხოს ის ადამიანიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი