logo_geo
კოლუმბიაში ნაირფრად „აყვავებული“ მდინარის სანახავად აუარებელი ტურისტი ჩავიდა
- +

15 მაისი. 2019. 16:22

 

კოლუმბიაში მდინარე კანიო-კრისტალესი სხვადასხვაფრად - წითელ, მწვანე, ყვითელ, ლურჯ და შავ ფერებად შეიღება.

ეს არის ყოველწლიური მოვლენა, რომელიც თავის პიკს წელიწადში ორჯერ აღწევს: მაის-ივნისში და ნოემბერში.

წლის დანარჩენ დროს მდინარე კანიო-კრისტალესი მონაცრისფო–მომწვანოა.

ფერების ცვლის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეს ცისარტყელას და 5 ფერის მდინარეს უწოდებენ.

 

 

მდინარის არაჩვეულებრივი ფერები გამოწვეულია წყალმცენარე Macarenia clavigera-ის მიერ. წვიმების სეზონის დროს წყალი უხვად მიედინება და მზის სხივები ვერ ასწრებენ მასზე „მოქმედებას“, ხოლო გვალვების პერიოდში მდინარე წყალმარჩხი ხდება და მცენარე გადარჩენისთის იბრძვის, მისთვის ყველაზე იდეალურია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პერიოდები, ამ დროს Macarenia clavigera იდეალურად გრძნობს თავს და ახარებს ათასობით ტურისტის თვალს.

 

 

ამ უნიკალური მოვლენის მნახველთა სიმრავლის გამო, სერანია დელა მაკარენას ნაციონალური პარკის ადმინისტრაციამ შეზღუდა ტურისტების რაოდენობა - დღეში მხოლოდ 200 მნახველი, ამასთანავე, ტურისტებს ეკრძალებათ მზის დამცავი კრემების და კოღოს საწინააღმდეგო დეოდორანტების გამოყენება, რადგან მცენარე ძალზე მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების მიმართ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი