logo_geo
ვიკიპედიის ყველა ვერსია დაბლოკეს
- +

15 მაისი. 2019. 16:54

 

 

ჩინეთში ვიკიპედიის ყველა განყოფილება დაბლოკეს. ინფორმაციას ვიკიპედიის მფლობელი, „ფონდი ვიკიმედია“ ადასტურებს.

 

ონლაინ-ენციკლოპედია ამჟამად 294 სხვადასხვა ენაზე მოქმედებს; აპრილიდან ჩინეთში ყველა მათგანი დაბლოკილია.

 

ინტერნეტის ცენზურის კვლევისას დადგინდა, რომ ვიკიპედიასთან ერთად ჩინეთში ათასობით სხვა ვებგვერდიც დაბლოკეს.

 

აქამდე ჩინეთში ვიკიპედია მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო დაბლოკილი, მაგრამ ამჯერად აკრძალვა სხვაენოვან ვერსიებსაც შეეხო.

 

„აპრილის ბოლოს, „ფონდმა ვიკიმედიამ“ დაადგინა, რომ ვიკიპედია ჩინეთში ხელმისაწვდომი აღარ არის. ჩვენი ინტერნეტტრაფიკის დეტალური ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთში ამჟამად ვიკიპედიის ყველა განყოფილება დაბლოკილია“,- წერია „ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებაში.

 

მოსახლეობის პრინციპზე დაფუძნებული თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაშია დაბლოკილი.

 

2017 წელს ვიკიპედია თურქეთში დაბლოკეს, 2019 წლის დასაწყისში კი ვენესუელაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი