logo_geo
დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

16 მაისი. 2019. 11:07

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. შედეგად ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

 

აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში კონკრეტული კომპანია ნახსენები არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ის ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ეხება.

 

მოგვიანებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აკრძალვა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელ ხალხსა და ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი