logo_geo
ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
- +

17 მაისი. 2019. 11:52

 

 

ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, ამგვარად ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურია.

 

ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს აქვთ ქორწინების უფლება. სასამართლომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებისთვის ორწლიანი ვადა - 2019 წლის 24 მაისამდე მისცა.

 

ტაიბეიში, პარლამენტის შენობასთან კანონმდებლების გადაწყვეტილების მოლოდინში ლგბტ-პირების ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი