logo_geo
ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

18 მაისი. 2019. 13:24

 

 

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 151 დეპუტატი და სენატის 78 კანონმდებელი უნდა აირჩიოს.

 

საპარლამენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი და მისი „ლიბერალური პარტია“, ასევე ბილ შორტენის ხელმძღვანელობით არსებული „ლეიბორისტთა პარტიაა“.

 

ბოლო გამოკითხვების თანახმად, მცირე სხვაობით „ლეიბორისტთა პარტია“ ლიდერობს.

 

ავსტრალიაში ხმის მიცემის უფლება 16 მილიონ ადამიანს აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არჩევნებზე არ გამოცხადდება და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, ჯარიმის სახით 20 ავსტრალიური დოლარის გადახდა მოუწევს.

 

ავსტრალიელებს არჩევანის გაკეთება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი პროგრამის მქონე კანონმდებლებზე მოუწევთ, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ გლობალური დათბობა იყო. ამასთან ერთად, აქცენტები დასმული იყო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიგრაციაზე.

 

 

big_banner
არქივი