logo_geo
ქოქოსის კუნძულების სანაპიროზე ინდოეთის ოკეანიდან 238 ტონა ნაგავი გაირიყა
- +

18 მაისი. 2019. 14:21

 

 

ქოქოსის კუნძულების ტროპიკულ სანაპიროზე ინდოეთის ოკეანიდან 238 ტონა ნაგავი გაირიყა.

 

414 მილიონ ნივთს შორის არის 373 000 კბილის ჯაგრისი და მილიონამდე ფეხსაცმელი. მათი 25 პროცენტი კი, პლასტმასისგან დამზადებულ ნივთებს შეადგენს, რომელთა დაშლასაც საუკუნეები სჭირდება.

 

სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ რაოდენობის ნაგავს კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა დაახლოებით 4 ათასი წლის განმავლობაში მოაგროვებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოკეანის მასში მოხვედრილი პლასტმასის ნივთებისგან გაწმენდა შეუძლებელია.

 

სტატიის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ეს პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ოკეანიდან გარიყული ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის სიღრმეში იმალება.

 

კვლევების თანახმად, ყოველწლიურად, საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული პლასტმასის ნივთების 40 პროცენტი ოკეანეში ხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ოკეანეში შესაძლოა, 5 ტრილიონზე მეტი პლასტმასის ნივთი იყოს.

 

 

big_banner
არქივი